ახალი ამბები
"თუ არჩევნებზე მოსახლეობის 50+1% არ მივა ის ჩაშლილად უნდა გამოცხადდეს"
FaceBook
"თუ არჩევნებზე მოსახლეობის 50+1% არ მივა ის ჩაშლილად უნდა გამოცხადდეს" -
ეს განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალი და არჩევანის თავისუფლება"- ს თავმჯდომარე ლია გვენეტაძემ გააკეთა.
მისი თქმით, საქართველოს საარჩევნო კოდექსში არ არსებობს ჩანაწერი, სადაც მითითებული იქნება მოსახლეობის რა რაოდენობამ უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, რომ ის ლეგიტიმურად გამოცხადდეს.

"ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. საკითხი აქამდე არ დაყენებულა. არჩევნებზე მოსახლეობის აქტიურობა მხოლოდ 23-25% , რაც ძალიან დაბალია. ეს არის ადამიანების უნდობლობა იმ კანდიდატების მიმართ, რომლებიც სხვადასხვა პარტიებს წარმოადგნენ",  - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალი და არჩევანის თვისუფლებას" თავმჯდომარე ლია გვენეტეძემ.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში პარლამენტს წერილით მიმართავს, სადაც მათ კონკრეტულ მონაცემებს შესთავაზებს, რომლის მიხედვითაც არჩევნებში მონაწილეთა ზუსტი რაოდენობა განისაზღვრება.

"მე შევთავაზებ მათ კონკრეტულ პროცენტულ მაჩვენებელს, აუცილებელია დაფიქრდნენ, რადგან უსამართლობაა არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდეს როცა იქ ერთი ადამიანი მაინც მივა"- განაცხადა ლია გვენეტაძემ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ არჩევნებზე ბარიერის დაწესებით პრობლემა ვერ მოგვარდება.

"თუ ბარიერი დაწესდება ამით ამომრჩეველთა აქტიობა ვერ გაიზრდება",  - ამბობს საიას ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე გიორგი სანტურიანი.

საქართველოს საარჩევნო კოდექსით ამ დროისთვის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობის ბარიერი დაწესებული არ არის.

ლია გვენეტაძე, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე  ქუთაისის #47-ე საარჩევნო ოლქში, თამაზ მეჭიაურის პარტიიდან ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო.
Print