ახალი ამბები
"სახლი დაარბიეს" - ქუთაისში სამართალდამცავებს ზეწოლაში ადანაშაულებენ
FaceBook
ქუთაისში მცხოვრები დვალიშვილების ოჯახი სამართალდამცავებს ზეწოლაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, გვიან ღამით დადიანის ქუჩა # 20-ში რამდენიმე პოლიციელი შეიჭრა და სახლი დაარბია.
"შემოგვივარდნენ და  სახლში დაარბიეს",  - აცხადებენ დვალიშვილები. 

დვალიშვილები ამბობენ, რომ სამართალდამცავები ოჯახში იარაღს ეძებდნენ და ეს არ არის მათი მხრიდან ზეწოლის პირველი შემთხვევა.

ისინი ასევე ყვებიან, რომ ორი დღის წინ მათ ოჯახის წევრს სცემეს. ამ ფაქტებს კი რამდენიმე წლის წინ აღებულ ვალს უკავშირებენ, რომლის სრულად გადახდა ვერ შეძლეს. იმ იჯახის წევრები კი ვისგანაც თანხა აიღეს, მათი ინფორმაციით სამართალდამცავები არიან.
Print