ახალი ამბები
"ჰაერს გვპარავენ და თვითონ ფულს შოულობენ" - წყალტუბოში მოსახლეობა 100-მდე ხის მოჭრას აპროტეტსებს
FaceBook
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შემავალ გორა - საქუსლიას დასახლებაში მცხოვრები 650  ოჯახი დახმარებას ითხოვს.
ადგილობრივები ტერიტორიაზე კერძო სასაფლაოსთან არსებული ტყის გაჩეხვას აპროტესტებენ.  როგორც მოსახლეობა ამბობს სასაფლაოს მეპატრონეების მიერ მოჭრილია 100-მდე ახალგაზრდა ხე.

"ჩვენ ჰაერს გვპარავენ და თვითონ ფულს შოულობენ "- ამბობენ ადგილობრივები.



"მჭიდროდ დასახლებულ უბანში  გვჭირდება სივრცე, სადაც მწვანე საფარი არ იქნება გაჩეხილი. ამათ  ტყე გაანადგურეს ფაქტობრივად, ჰაერი აღარ დაგვიტოვეს",- ამბობს ადგილობრივი მცხოვრები, მეგი დვალიშვილი.

ადგილზე საპროტესტო აქცია ხეების გაჩეხვის შეწყვეტის მოთხოვნით  ადგილობრივებმა  გამართეს.

მოსახლეობა ხეების გაჩეხვის შეწყვეტას ითხოვენ და  ადგილობრივ ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

რა პოზიცია აქვთ მოსახლეობის  მოთხოვნაზე წყალტუბოს გამგეობაში და ვის საკუთრებაშია ტერიტორია, სადაც ხეების გაჩეხვა  მოხდა, - აღნიშნულთან დაკავშირებით ქუთაისიპოსტი აგრძელებს მუშაობას.

Print