ახალი ამბები
ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებასა და მის თანამშრომლებს შორის სასამართლო დავა გრძელდება
FaceBook

ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ  სააპელაციო სასამართლოში პროცესი მოიგო.

რომლის მიხედვითაც ბაღების გაერთიაენებასა და მის 29 თანამშრომელს შორის სასამართლო დავა გაგრძელდება.

საქმე ეხება, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებას, რომლის მიხედვითაც ბაღების გაერთიანებასა და მის 29 თანაშრომელს შორის სასამართლო დავა დროებით შეჩერებული იყო. 

ბაღების გაერთიენებამ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივდა და პროცესი მოიგო.

ბაღების გაერთიანების იურისტის თქმით, სააპელაციო სასამართლომ 29 თანმშრომლის წინააღმდეგ საქმის გაგრძელების გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 31 მაისს ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო.

"სასამართლო დავის შეჩერების მიზეზი ჩემთვის გაუგებარი იყო. ამიტომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დავა კვლავ გაგრძელდება. დაიწერება  განჩინება უახლოეს მომავალში და გაეგზავნებათ მოდავე და მოპასუხე მხარეებს. ამის შემდეგ პროცესიც ჩაინიშნება",  -  ამბობს ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების იურისტი, რამაზ იობიძე.

ბაღების გაერთიანების თანამშრომელთა ადვოკატის, რობიზონ ხურცილავას განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ის ინფორმირებული არ არის.

"პირველად მესმის თქვენგან, მაგრამ რომ განახლდეს არაფერს ცვლის მაინც" , - ამბობს რობიზონ ხურცილავა.

ააიპ ორგანიზაციამ თავდაპირველად სარჩელი 187 თანამშრომლის წინააღმდეგ შეიტანა, თუმცა, მოგვიანებით 158 ადამიანზე სასამართლო დავა შეწყვიტა. გაერთიანებაში განმარტავენ, რომ სასამართლო დავა მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც გაფიცული თანამშრომლების ნაწილმა "აღიარა", რომ გაფიცვა არაკანონიერი იყო.

ქუთაისის # 1, 13, 15 და 17 ბაგა-ბაღებში 2015 წლის 11 დეკემბერს 187 თანამშრომელი, პირობების გაუმჯობესებისა და სახელფასო ანაზღაურების მომატების მოთხოვნით გაიფიცნენ.


ამავე თემაზე:

ქუთაისის ბაგა–ბაღების 187 თანამშრომლის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო

ქუთაისის ბაღების გაერთიანებამ 132 თანაშრომლის წინააღმდეგ სასამართლო დავა შეწყვიტა

ბაღების გაერთიანების მიერ თანამშრომლების წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს სასამართლო 30 მარტს განიხილავს

ქუთაისის საქალაქო სასამართლო ბაღების თანამშრომლების წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს  30 მარტს განიხილავს



 

Print