ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტში ახალი ავიაკომპანია შემოდის
FaceBook
ქუთაისის დ. აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ავიაკომპანია სკატი შემოდის.

ახალი კომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებით, აეროპორტის წარმომადგენლები ხვალ, 8 ივნისს 11 საათზე წყალტუბოში, სასტუმრო წყალტუბო პლაზაში პრესკონფერენციას ჩაატარებენ.

"დეტალური ინფორმაცია კომპანიისა და რესიების შესახებ ხვალ გახდება ცნობილი," - განუმარტეს "ქუთაისიპოსტს" აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები ამ ეტაპზე: ბერლინის, მემინგემის, დორტმუნდის, მილანის, თესალონიკის, ლარნაკასა და სოფიას,ბუდაპეშტის, ვილნიუსის, ვარშავისა და კატოვიცეს მიმართულებით ხორციელდება.

ავიარეისებს ერთ-ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია "ვიზეარი" ასრულებს, რომელიც ქუთაისში 2012 წლიდან ოპერირებს.
Print