ახალი ამბები
გალობა და ასურული სპექტაკლი ქუთაისის #12 საჯარო სკოლაში
FaceBook

ქუთაისში #12 საჯარო სკოლაში ასირიული სპექტაკლი "უკვდომელა" დაიდგა.

სპექტაკლში მონაწილება სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს, რომლებმაც წარმოდგენა სირიაში დაღუპულების პატივსაცემად  წუთიერი დუმილით გახსნეს.

სპექტაკლის დადგმის იდეა #12 სკოლის ისტორიის მასწავლებელს გაუჩნდა.

"მოვიძიეთ ინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ ასურული ზღაპარი ძალიან ჰგავს ქართულ რწყილს და ჭიანჭველას ამიტომ დავდგით სპექტაკლი "უკვდომელა" - ამბობს ქუთაისის #12 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი, მარინა ჟღენტი.

#12 საჯარო სკოლის დირექტორის, ნათია სულავას თქმით, ასურეთის ისტორიას მე-7 კლასის მოსწავლეები თემატურად სწავლობენ.

"სპექტაკლის იდეაც სწორედ აქედან დაიბადა. ჩვენს ირგვლივ ძალიან ბევრი ასირიელია და დღეს ყველანი ერთად ვეცნობით მათ კულტურას, ისტორიას ადათ-წესებს",  - აღნიშნა  ნათია სულავამ.

სპექტაკლს, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ბადრი ვაშაკიძე,  სოფელ ქანდში ჩასახლებული ასირიელები და იქ მდებარე სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები დასწრნენ. მათ სპექტაკლის დასრულების შემდეგ ასურეთის ისტორიაზე ჩანახატები წაიკითხეს.

 


Print