ახალი ამბები
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 23 ივნისს შეწყდება
FaceBook
ქუთაისში საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი მომდინარე წლის 23 ივნისს შეწყდება.
ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანებაში განმარტავენ, რომ სწავლის დაწყების და დასრულების საკითხს საკრებულოს გადაწყვეტილება არეგულირებს.

"ქუთაისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ბაღებში სწავლა 23 ივნისს დასრულდება", - ამბობს "ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების" ადმინისტარციის უფროსი, თამთა ფოფხაძე. მისი თქმით, სასწავლო პროცესი მიმდინარე წლის სექტემბრის მესამე კვირაში განახლდება.

ქუთაისში სულ 37 ბაღია, სადაც 10 ათასამდე აღასზრდელი სწავლობს.

Print