ახალი ამბები
ავსტრიის ელჩმა ქუთაისელ სტუდენტებს გერმანულის ენის სწავლა ურჩია
FaceBook
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით ავსტრიის ელჩი საქართველოში არად ბენკო იმყოფება.

უცხოელმა დიპლომატმა ავსტრიის უნივერსიტეტებსა და ქუთაისის უნივერსიტეტს შორის აკადემიური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. არად ბენკომ უნივერსიტეტის სტუდენტებს ევროპულ ინტეგრაციაზე საჯარო ლექცია წაუკითხა.

"ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ მსოფლიოში დომინანტური ენა გერმანული გახდება. სწორედ ამიტომ ვურჩევ ქუთაისელ სტუდენტებს, ისწავლონ გერმანული ენა", - ამბობს არად ბენკო.

ავსტრიის საელჩო თბილისში 10 თვის წინ გაიხსნა. არად ბენკოს თქმით, ეს იყო საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერის სიმბოლური ნაბიჯი. ის ავსტრიის რესპუბლიკის პირველი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია საქართველოში. არად ბენკომ საქართველოს რეგიონებში ვიზიტი ქუთაისიდან დაიწყო.

Print