ახალი ამბები
რას მატებს ადამინებს სელფი - კვლევის შედეგები
FaceBook
კვლევაში, თუ რას მატებს ადამიანებს სელფი, 18-დან 24 წლამდე 2000-მა ადამიანი იყო ჩართული.
კვლევა კომპანია Transform Cosmetic Surgery-ის მიერ ჩაატარა.
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ფოტო სელფი - საკუთარი თავის ფოტოგრაფია - არ არის ეგოცენტრიზმის ნიშანი. მეტიც, ასეთი ფოტოები ავითარებს ახალგაზრდა ადამიანების პიროვნულ თვისებებს, ზრდის მათ თვითშფასებას და ადამიანებს თავდაჯერებულობას მატებს - წერს
The Indian Express.
როგორც მამაკაცები, ასევე ქალები ფოტოს ძირითად შტრიხად თვალებს მიიჩნევენ. განსაკუთრებულ მომხიბვლელობას კი, რესპონდენტთა აზრით, ფოტოს ღიმილი სძენს. ყველაზე არასასურველი თავისებურება რესპონდენტებისთვის სიმსუქნე აღმოჩნდა.
გარდა ამისა, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ 25-დან 34 წლამდე გამოკითხულებს მოსწონთ საკუთარი სხეული. ყველაზე მეტად სხეულით 29 წლისანი არიან კმაყოფილნი.
ამერიკის სახის პლასტიკური და რეკონსტრუქცული ქირურგიის აკადემიის მიერ ჩატარებულმა კვლევამ კი აჩვენა, რომ სელფი ხშირად ხდება ადამიანების მიერ პლასტიკური ოპერაციის გაკეთების მიზეზი. ბევრი მიდის ოპერაციაზე მხოლოდ იმისათვის, რომ სოციალურ ქსელში უკეთ გამოიყურებოდეს.
წყარო: mkurnali.ge
Print