ახალი ამბები
უსინათლოთათვის ლარის ამომცნობი პირველი მობილური აპლიკაცია შეიქმნა
FaceBook
"პროგრამირების ინკლუზიური კურსის" პროექტის ფარგლებში უსინათლოთათვის ლარის კუპიურის ამომცნობი აპლიკაცია "Lari Reader" შეიქმნა.
პროგრამა, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ანხორციელებდა, შშმ პირებზე იყო გათვლილი და მიზნად მობილური აპლიკაციების დეველოპმენტის შესწავლას ისახავდა.

სამინისტროს ინფორმაციით, საპილოტედ ინკლუზიურ კლასში 10 შშმ პირი შეირჩა. კურსი შვიდმა მათგანმა დაასრულა. წარმატებულმა მონაწილეებმა, ტრენერების დახმარებით, ლარის ამომცნობი აპლიკაცია შექმნეს.

"პროგრამირების ინკლუზიური კურსის" მხარდამჭერი UG Lemondo Trainings gaxldaT, მისი პარტნიორები კომპანია Lemondo და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო გახლდათ.


Print