ახალი ამბები
წყალტუბოს გამგეობამ 13 ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა
FaceBook
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში 13 ვაკანსიაზე კონკურსია  გამოცხადებული. კონკურსანტების შეარჩევად კი გასაუბრება  8 ივნისს გაიმართება.
წყალტუბოს გამგეობაში ამბობენ, რომ 13-დან 9 ადგილი იმ კონკურსის შედეგად დარჩა, რომელიც მუნიციპალიტეტში 2016 წელს ჩატარდა, 4 კი მიმდინარე წელს გამოთავისუფლდა.

"იყო ისეთი ადგილები, სადაც არ შემოიტანეს განაცხადები და იყვნენ ისეთი კანდიდატებიც, ვინც გასაუბრების შედეგად კომისიის მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს," - განმარტავენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

წყალტუბოს გამგეობის წარმომაგენლების ინფორმაციით,  13 ვაკანტურ ადგილზე  სულ  124 განაცხადი შევიდა, რომელთაგან  სამი დაიწუნეს.

კონკურსანტებს კომისიის წინაშე სხვადასხვა სამართლებრივი აქტების ჩაბარება და გასაუბრება მოუწევთ. კომისიას საკრებულოს თავმჯდომარე, პაატა ახალაძე უხელმძღვანელებს.

Print