ახალი ამბები
"საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები"- გამოფენა ქუთაისში
FaceBook
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გამოფენა "საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები" გაიხსნა.
მუზეუმის დარბაზში წარმოდგენილი იყო წერილები, ჩანაწერები, ფოტოები 35-ზე მეტი დოკუმენტი და არტეფაქტი. ყველა ეს მასალა საქართველოს ევროპასთან ურთიერთობას ასახავდა.

გამოფენა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული.
ორგანიზატორთა განმარტებით გამოფენის მიზანს საუკუნეების მანძილზე საქართველოსა და ევროპას შორის მჭიდრო კავშირის დოკუმენტურად ასახვა იყო, რაზეც მიუთითებს უამრავი მასალა. რომელიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა თუ სხვა მუზეუმებში ინახება.

"ევროპა რომ ჩვენი არჩევანია ეს არ არის ვინმეს ახირება. ჩვენ ევროპული სხეულის ბუნებრივ და ორგანულ ნაწილს წარმოვადგენთ, ჩვენი ღირებულებებით და სწრაფვით. ამაზე მოწმობს ჩვენი მთელი ისტორია", - აღნიშნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ.

ქართული კულტურა არასდროს ყოფილა იზოლირებული და ჩაკეტილი. ქართული სახელმწიფო და ხალხი მთელი ჩვენი ისტორიის მანძლზე დასავლეთისკენ ისწრაფოდა, აღინიშნა გამოფენაზე.

გამოფენის ფარგლებში მოეწყო საჯარო ლექციაც, რომელსაც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომდგენელი ნესტან ბაგაური წარუძღვა.
გამოფენა ქუთაისის მერიისა და ქუთაისი სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის მხარდაჭერით გაიმართა.

იგი ქუთაისში 11 ივნისამდე გაგრძელდება.

Print