ახალი ამბები
ქუთაისში სახელოვნებო კვირეული გაიხსნა
FaceBook
ქუთაისის ოპერის თეატრში სახელოვნებო კვირეული გაიხსნა.
ის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით მეექვსე წელია ტრადიციულად ტარდება.

სახელოვნებო კვირეული ამავე უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით ხალხურ სიმღერებს, ქართულ და სამეჯლისო ცეკვებსა და სხვადასხვა ღონისძიებას მოიცავს. 

"ყველა ფაკულტეტია ჩართული მასში. ჩვენი სიმღერის ანსამმბლი "ადილა" და ცეკვის ანსამბლი "კოლხა" ხსნის დღეს ღონისძიებას და კვირის ბოლომდე სხვადასხვა აქტივობები ჩატარდება. ყველა ფაკულტეტი საკუთარი ღონისძიებით წარსდგება",  - ამბობს ამავე უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, შალვა კირთაძე. 


Print