ახალი ამბები
გამაფრთხილებელი ნიშნის არარსებობის გამო ქუთაისში საგზაო შემთხვევა მოხდა (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში გიორგი ჯიბლაძისა და თამარ მეფის ქუჩების გადაკვეთაზე საგზაო შემთხვევა მოხდა.
მსუბუქი ავტომობილი ორმოში ჩავარდა, სადაც რამდენიმე დღის წინ წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ. როგორც ადგილზე მყოფები და ავტომობილის მფლობელი ამბობს, ორმოსთან გამაფრთხილებელი ნიშანი არ ყოფილა.
"ნიშანი არ იყო, რომ ორმოა და სამუშაოები მიმდინარეობს. საიდან უნდა მცოდნოდა, რომ აქ ამხელა ორმო იყო. წყლითაა სავსე და მეგონა, რომ პატარა გუბე იდგა," - განაცხადა ავტომობილის მფლობელმა.
KutaisiPost
ავტომობილის ორმოდან ამოყვანაში მფლობელს გამვლელები დაეხმარნენ.

ქუთაისიპოსტი
Print