ახალი ამბები
ტყიბულელი სპორტსმენები "კუნგ ფუ ფაიტინგში" საქართველოს ჩემპიონები გახდნენ
FaceBook
3 და 4 ივნისს ხარაგაულის სპორტის სასახლეში გამართულ "საქართველოს პირველობა კუნგ-ფუ ფაიტინგში'' ტყიბულელმა სპორტსმენებმა 15 კლუბს შორის გუნდური პირველი ადგილი მოიპოვეს.

ტყიბულიდან ტურნირზე მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის კუნგ-ფუს სკოლის 4 და "ოლეგ ფანჩულიძის კუნგ-ფუს სკოლის" 14 სპორტსმენი ასპარეზობდა. ტყიბულელმა სპორტსმენებმა შეჯიბრებაზე  კარგად იასპარეზეს და საერთო ჯამში, 9 პირველი, 2 მეორე და 3 მესამე ადგილი მოიპოვეს.

ტურნირზე თითქმის ყველა რეგიონის 15 ორთაბრძოლის კლუბის 122 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. ასპარეზობაში ვაჟებთან ერთად გოგონებიც ჩაებნენ.
ტურნირის ორგანიზატორი ,,საქართველოს კუნგ-ფუს ეროვნული ფედერაცია'' და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სპორტის სამსახური იყვნენ.


თეონა ჯანელიძე
Print