ახალი ამბები
"შეგვისრულონ წინასაარჩევნო დაპირების 10% " - ქუთაისში მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს
FaceBook
ქუთაისში, ზვიად გამსახურიდას ქუჩის მე-3 შესახვევის მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს.
ადგილობრივების თქმით, ქუჩაზე გადაადგილება ქვეითებისა და ავტომობილებისთვისაც რთულია.

"ხედავთ, რომ კარგ ამინდში რამოდენა წყალი დგას, უამინდობაში კი აქ გავლა თითქმის შეუძლებელია. უკვე ტაქსებსაც არ სურთ აქ გამოსვლა და უარს გვეუბნებიან გამოძახებაზე. მერიას რამდენჯერმე მივმართეთ და პასუხად მივიღეთ, რომ ეს არის მეორადი ქუჩა და ჯერ ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია უნდა მოხდეს. როდემდე ველოდოთ, მოგვიწევს ალბათ 40 წელი ლოდინი. შეგვისრულონ წინასაარჩევნო დაპირების 10% მაინც,"  - ამბობს ადგილობრივი მოსახლე.

ზვიად გამსახურდიას ქუჩის მე-3 შესახვევის მცხოვრებთა პრობლემას ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წევრები გაეცვნენ. ისინი ქალაქის მერს ამ საკითხის მოგვარებას თხოვენ.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ზვიად გამსახურიდას ქუჩის მე-3 შესახვევში გზის რეაბილიტაცია ქალაქში მასშტაბური საკანალიზაციო პროექტის დაწყების შემდეგ მოხდება.

მერიის კეთულმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი განმარატავს, რომ ქუთაისის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა 2017 წლის ბოლოს დაიწყება.

Print