ახალი ამბები
ქუთაისში 33 წლის ქალი ყოფილ მეუღლეს ძალადობაში ადანაშაულებს
FaceBook
ქუთაისში მცხოვრები 33 წლის ქალი  ყოფილ მეუღლეს ძალადობაში ადანაშაულებს. დაზარალებულმა  ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლის მიხედვით,  ყოფილი მეუღლისგან ალიმენტს და მის კანონიერ დასჯას ითხოვს.  

დაზარალებული  აცხადებს, რომ მას მეუღლისგან მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, რომელიც ფიზიკური ანგარიშსწორების გამო ნაადრევად დაიბადა.

"როცა გაიგო, რომ გოგო დაიბადებოდა, მის შემდეგ ჩემს მიმართა პრეტენზიები გაუჩნდა. ბავშვი სამშობიაროდან რეანიმაციაში მოხვდა და სწორედ, ამ დროს მიგვატოვა. თან მთხოვდა სახლი გამეყიდა და ამ ფულით ძვირადღირებული მანქანა ეყიდა. მე არ დავთანხმდი სახლის გაყიდვას, ამიტომაც მიგვატოვა," - ამბობს ის. 

ის ყოფილ მეუღლეს, ასევე, მისი 11 წლის გოგონას ცემაში ადანაშაულებს, რომელიც მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს.

მამაკაცი, რომელსაც ყოფილი მეუღლე ძალადობაში ადანაშაულებს ბავშვის მამობას არ აღიარებს და განმარტავს, რომ ქალს მეგობრულად ეხმარებოდა.

მან თავის მხრივ, სასამართლოში სარჩელიც შეიტანა. ის ქალს, რომელიც  ძალადობაში ადანაშაულებს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით უჩივის, რაც საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებას და მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას გულისხმობს.

ასევე, ის უარყოფს რომ  მცირეწლოვანი გოგონა მისი შვილია. თუმცა, დნმ-ის ანალიზის გაკეთებაზეც უარს აცხადებს. 

Print