ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოში 7 ივნისიდან არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი
FaceBook
დასავლეთ საქართველოში 5 და 6  ივნისი უნალექოდ ჩაივლის. სინოპტიკოსების ვარაუდით, 6 ივნისს  ტემპერატურა  31-33 გრადუსამდე აიწევს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხუთი ივნისის დღის მეორე ნახევრიდან ქარი აღმოსავლეთის მიმართულებით გაძლიერდება და დროგამოშვებით, დაახლოებით 17-22 მ/ წმ-ში იქროლებს.

"ამ საღამოს გაძლიერდება, ღამით და ხვალ დღის პირველ ნახევარში შესაძლებელია დროგამოშვებით ქროდეს 20-დან 25 მ/წმ-მდე. ხვალაც უნალექოდ ჩაივლის დღე ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 31-33 გრადუსამდეა მოსალოდნელი", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღანელი, დოდო გვაზავა.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, 7 ივნისიდან დასავლეთ საქართველოში არამდგრად ამინდებს უნდა ველოდოთ. ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს და 7 და 8 ივნისს  ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით 25-დან 27-მდე გრადუსი იქნება, რაც 14 ივნისამდე შენარჩუნდება.
Print