ახალი ამბები
ზესტაფონში საცხოვრებელი სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად სასულიერო პირი დაშავდა
FaceBook
ზესტაფონში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად სასულიერო პირი დაშავდა. საცხოვრებელი სახლი კი დაიწვა.


მამა დავითმა (აბულაძე) სხეულზე მძიმე  დამწვრობა მიიღო და ის ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.  

"მეზობლებმა ხანძარი მაშინ შეამჩნიეს, როცა ცეცხლის ალი გარეთ გამოვიდა. ხანძრის დროს სახლში იმყოფებოდა ოჯახის უფროსი. რომლის გადარჩენაც მოხერხდა, თუმცა, საცხოვრებელი სრულად გაანადგურდა. ხანძრის გაჩენის მიზეზს პოლიცია ადგენს",  - ამბობს ქუთაისიპოსტთან საუბრის დროს ზესტაფონის სახანძრო სამაშველო სამსახურის უფროსი, ზვიადი მაღლაკელიძე

წინასწარი ვერსიით,  ხანძარი სახლში საეკლესიო სანთლის შედეგად გაჩნდა, რომელიც დავით აბულაძის მეუღლემ ანთებული დატოვა.


ეკა დუგლაძე
Print