ახალი ამბები
ქუთაისში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ოთხი მატჩი დასრულდა
FaceBook
ქუთაისში რაგბში მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტური დასრულდა.

ჩემპიონატის მეორე წრეზე ერთმანეთს შოტლანდიის ნაკრები ირლანდიის გუნდს, ხოლო იტალიის ნაკრები ზელანდიის გუნდს შეხვდა.  

შოტლანდიის ნაკრებმა ირლანდიის გუნდს 4 ქულით მოუგო და თამაში შოტლანდიის სასარგებლოდ 32:28 დასრულდა.

ხოლო იტალიის ნაკრებმა ზელანდიის გუნდს ანგარიშით 68:32 მოუგო. 

ქუთაისში, "აია არენას" სტადიონი, სადაც რაგბში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, ნახევრადცარიელია.

სტადიონზე, რომელიც 4 700 მაყურებელზეა გათვლილი მსოფლიო ჩემპიონატს დაახლოებით 2 000 მაყურებელი ესწრება

რაგბში 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი ქუთაისში ახალი ზელანდიისა და შოტლანდიის თამაშით გაიხსნა.

შეხვედრა ახალი ზელანდიის გამარჯვებით, ანგარიშით 41-ით 20, ხოლო, ირლანდია -იტალიის შეხვედრა 21-ით 22 დასრულდა.

ქალაქში მსოფლიო დონის შეხვედრა 8 ივნისსაც გაიმართება, სადაც შოტლანდია იტალიას დაუპირისპირდება, ხოლო ირლანდია–ზელანდიას.

ჯგუფური ეტაპის შეხვედრები, ქუთაისთან ერთად, ასევე გაიმართება თბილისში, ავჭალის სტადიონზე. ხოლო, პლეიოფებსა და ფინალურ მატჩებს 14 და 18 ივნისს, თბილისში, ავჭალის და მიხეილ მესხის სტადიონები უმასპინძლებს.

სპორტის სამინისტრომ ქუთაისსა და თბილისში ჩემპიონატისთვის დაპირებული 10 მოედნის მშენებლობა ვერ მოასწრო, რის გამოც, ჩემპიონატის მიღება ალტერნატიულ მოედნებზე უწევს.

ამავე თემაზე: 

ახევრადცარიელი "აია არენას" სტადიონი ქუთაისში (ფოტო)

ქუთაისში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ორი მატჩი დასრულდა

რაგბის სტადიონის მიმდებარე ტერიტორია ქუთაისში (ფოტო)



Print