ახალი ამბები
ცხოველთა თავშესაფარი მოქალაქეებს ახალ სერვისს სთავაზობს
FaceBook
ააიპ "სპეციალური სერვისები," რომელიც ქუთაისში უმეთვალყურეოდ დარჩენილ ცხოველებს ზედამხედველობს, მოქალაქეებს ახალ სერვისს სთავაზობს.
თავშესაფარში იმ მოქალაქეებს მოემსახურებიან, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზების გამო თავიანთი შინაური ცხოველის დატოვება უწევთ.

მოვლა-პატრონობის მიზნით მოქალაქეებს თავიანთი ძაღლების ათავშესაფარში ადგილზე მიყვანა და დატოვება  უკვე შეუძლიათ.

"ააიპ სპეციალურ სერვისებში" განმარტავენ, რომ  მომსახურებაში შემდეგ სერვისები შედის: მოვლა -  თავშესაფრით უზრუნველყოფა, მოვლა-პატრონობა, გასეირნება, კვება, დაბანა, ფრჩხილების მოვლა, გაკრეჭვა, სამედიცინო სერვისები: დიაგნოსტიკა, ლაბორატორიული ანალიზი,   საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტებით უზრუნველყოფა და სხვა. 

ორგანიზაციაში განმარტავენ,  რომ ცხოველთა თავშესაფარში ძაღლის ერთი დღით დატოვების საფასური 10 ლარია.

"მაგალითად ძაღლის მეპატრონეს უწევს ქალაქიდან გასვლა და არ შეუძლია ცხოველის სხვასთან დატოვება, ჩვენ ამ ადამიანს ვუნახავთ ძაღლს," - ამბობენ თავშესაფარში.

თავშესაფარი, ქუთაისის მერიის დაქვემდარებაში არსებულმა ააიპ "სპეციალურმა სერვისების" მიერ ავტოქარხის დასახლებაში აშენდა.


ქუთაისში, ძაღლთა მუნიციპალური თავშესაფარი მიმდინარე წელს გაიხსნა, რომელსაც ერთდროულად 300-მდე ძაღლის მიღება შეუძლია. შენობაში ასევე, მოწყობილია პირუტყვის სადგომი.

ობიექტი ააიპ "სპეციალური სერვისების" სააგენტოსა და მერიის მხარდაჭერით აშენდა. 

ქუთაისში, უმეთვალყურეოდ დატოვებულ ძაღლებზე ზედამხედველობას, 2015 წლიდან "ააიპ სპეციალური სერვისები ახორციელებს". ამდროისთვის ქალაქში   2000 - მდე ე.წ. მაწანწალა ძაღლია აღრიცხული.

Print