ახალი ამბები
რაგბის კავშირი საქართველოს მცირე ზომის დროშის აღმართვაზე - ეს მოხდა შემთხვევით
FaceBook
საქართველოს რაგბის კავშირში "აია არენაზე" საქართველოს მცირე ზომის დროში აღმართვასთან დაკავშირებით, რითაც კანონი დაიღვა, "ქუთაისიპოსტთან" განმარტებას აკეთებენ.

როგორც კავშირის წარმომადგენლები აცხადებენ, ფაქტი გაუთვალისწინებლად,  წინასწარი განზრახვის გარეშე მოხდა.

"ეს მოხდა შემთხვევით. კანონი დარღვეულია, მაგრამ ეს განზრახ არ ყოფილა. ამდენი წელია ვემზადებით ამ ტურნირისთვის და რაგბის კავშირი წელებზე იდგამს ფეხს. მსგავსი რამ აღარ განმეორდება და რაგბის კავშირი გამოასწორებს ამას. ქართული რაგბი, ისევე როგორც თითოეული მისი მონაწილე ყოველთვის არის და იდგება სამშობლოს მხარდასაჭერად და არანაირი განზრახვა ეროვნული სიმბოლიკისა და  დროშის შეურაცხყოფის არ ყოფილა,"- ამბობენ საქართველოს რაგბის კავშირში.

ქუთაისში "აია არენას" სტადიონზე რაგბში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს დროშის აღმართვის წესი დაირღვა.

საუბარია იმაზე, რომ ჩემპიონატის დაწყებამდე საქართველოს სახელმწიფო დროშა სხვა ქვეყნების სახელმწიფოს დროშებთან ერთად არათანაბარი ზომით აღმართეს, რაც საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნას ეწინააღმდეგება.

საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვის წესს, საქართველოს ორგანული კანონი არეგულირებს.


ამავე თემაზე:

ქუთაისში რაგბის ჩემპიონატზე საქართველოს მცირე ზომის დროშის აღმართვით კანონი დაირღვა

რაგბის კავშირი: "აია არენაზე" საქართველოს მცირე ზომის დროშა გამოიცვლება

Print