ახალი ამბები
ქუთაისის მერიის განმარტება ბუხაიძის ქუჩაზე "ფლამინგოს" მშენებლობაზე
FaceBook
ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ბაქარ ჭეიშვილი კაფე-ბარ "ფლამინგოს" წარმომადგენლებს მოუწოდებს, თუკი მოსახლოების მხრიდნ მათზე ნებართვა გაცემული სამუშაოების განხორციელების ხელშეშლას ექნება ადგილი, პოლიციას გამოუძახოს.
საქმე ეხება, ბუხაიძის ქუჩაზე კვების ობიექტის მშენებლობას, რომლის დაწყებას დღეს "ფლამინგოს" წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

ბაქარ ჭეიშვილის განმარტებით, მშენებლობა იმ შემთხვევაში გადაიხედება, თუკი იქ არსებულ კომუნიკაციო ქსელს  მშენებლობამ ხელი შეუშალა. ის ამბობს, რომ ამ ეტაპზე მერიის მხრიდან მხოლოდ შემოღობვის ნებართვაა გაცემული, რათა გეოლოგიური პროცედურები ჩატარდეს.

"იქ სკვერი განადგურებული იყო. ავტოპარკინგად აქვთ გადაქცული და სკვერი თითქმის არ არსებობს იმ სამი ხის გარდა", - ამბობს ბაქარ ჭეიშვილი.

რაც შეეხება, ხეების მოჭრას, ზემოთაღნიშნული მშენებლობის გამო, ბაქარ ჭეიშვილის თქმით, შესაძლოა ისინი შენარჩუნდეს ან სხვა ადგილას გადაიტანონ.

ამჟამად, კაფე-ბარი "ფლამინგო" თამარ მეფის ქუჩაზე "კინო საქართველოს" მიმდებარე ტერიტორიაზე მდეობარეობს. ქუთაისის მერიამ "ფლამინგოს" წარმომადგენლებს თამარ მეფის ქუჩის ნაცვლად, ფართი ბუხაიძის ქუჩაზე 300 კვ. მ მიწის ნაკვეთი 25 წლის ვადით გადასცა.


ამავე თემაზე:

ქუთაისის მერიის ორმხრივი გარიგება კინო "საქართველოს" გახსნის სანაცვლოდ

"თქვენ გინდათ ფულები, ჩვენ გვინდა სკვერი" - დაპირისპირება ქუთაისში კაფე-ბარის მშენებლობის გამო (ვიდეო)

Print