ახალი ამბები
ქუთაისში რაგბის ჩემპიონატზე საქართველოს მცირე ზომის დროშის აღმართვით კანონი დაირღვა
FaceBook
ქუთაისში "აია რენას" სტადიონზე რაგბში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს დროშის აღმართვის წესი დაირღვა.

საუბარია იმაზე, რომ ჩემპიონატის დაწყებამდე საქართველოს სახელმწიფო დროშა სხვა ქვეყნების სახელმწიფოს დროშებთან ერთად არათანაბარი ზომით აღმართეს, რაც საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნას ეწინააღმდეგება.

საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვის წესს, საქართველოს ორგანული კანონი არეგულირებს.

კანონის მე- 4 განმარტებულია, რომ: "საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო დროშასთან ერთად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის აღმართვის შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფო დროშა უნდა იყოს მასზე დიდი ზომის და აღმართული უფრო მაღლა. ასევე საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო დროშასთან ერთად სხვა ქვეყნის დროშის აღმართვის შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო დროშა არ უნდა იყოს მასზე მცირე ზომის".

ასევე, სახელმწიფო დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის  მე-5 მუხლში ნათქვამია რომ: "აკრძალულია დაზიანებული, გაუფერულებული ან სხვაგვარად შელახული საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოყენება".

საქართველოს სახელმწიფო დროშის შებღალვა იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

იურისტები "ქუთაისიპოსტთან" საუბარში  აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში ნამდვილად დარღვეულია დროშის აღმართვის წესი, თუმცა ეს  რამდენად ითვლება დროშის შებღალვად, ამაზე კონკრეტული პასუხის გაცემა უჭირთ. 

"დროშა იმდენად მნიშვნელოვანი სიმბოლოა, რომ მისი შებღალვისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც არის დაწესებული კანონმდებლობით. მაგრამ ეს კონკრეტული შემთხვევა, რამდენად შეიძლება ჩაითვალოს შებღალვად, რთული სათქმელია,"- აცხადებს საიას იურისტი გიორგი სანტურიანი.

მისივე თქმით, საქართველოს დროშის სხვა სახელმწიფოს დროშებთან შედარებით განსხვავებული ზომით აღმართვის ფაქტზე თუ რა სამართლებრივი პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს გაურკვეველია.

"ასეთი შემთხვევა არ ყოფილა პრაქტიკაში და ძნელი სათქმელია ეს შეიძლება თუ არა ჩაითვალოს დროშის შებღალვად. სასამართლო კი იმ შემთხვევაში გამოიტანს განაჩენს, თუ ამ ფაქტზე ვინმე იჩივლებს," - აცხადებენ იურისტები.

საქართველოს სახელმწიფო დროშის სტანდარტული ზომებისა და ზუსტი გამოსახულების განსაზღვრის შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით განსაზღვრულია საქართველოს სახლმწიფო დროშის სტანდარტული ზომა (2 x 3), რომლის შეცვლა შესაძლებელია ამ დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი პროპორციების დაცვით.


ამავე თემაზე:

რაგბის კავშირი: "აია არენაზე" საქართველოს მცირე ზომის დროშა გამოიცვლება

რაგბის კავშირი საქართველოს მცირე ზომის დროშის აღმართვაზე - ეს მოხდა შემთხვევით
ქუთაისში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ორი მატჩი დასრულდა

"ქუთაისი მოუმზადებელი შეხვდა მსოფლიო დონის ჩემპიონატს რაგბში"

რაგბში მსოფლიო ჩემპიონატს ქუთაისი 31 მაისიდან უმასპინძლებს
Print