ახალი ამბები
„ვხატავთ მომავალს“ - ქუთაისში ასფალტზე ხატვის აქცია გაიმართა
FaceBook
ქუთაისის მე-19 საჯარო სკოლაში ასფალტზე ხატვის აქცია გაიმართა.

ღონისძიება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა და იგი მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით ჩატარდა.

"ბავშვებმა ისურვეს დახატონ საკუთარი ბავშვობა, მომავალი, გამთლიანებული საქართველო უნდათ ლამაზ, ფერად სამყაროში ცხოვრება და ამას ასახავენ საკუთარ ნახატებში", - ამბობს მე-19 საჯარო სკოლის დირექტორი ნატო კუხიანიძე.


მზე, სახლი, ყვავილები, ადამიანის სახეები, ავტოპორტრეტები - ამ სიმბოლოებით გამოსახეს ბავშვებმა საკუთარი ფუნდამენტური უფლებები, რაც სიცოცხლის, განათლების, ოჯახის ყოლის, მათი ღირსების პატივისცემის უფლებას გულისხმობს.



"ვხატავთ ჩვენს მომავალს, ოცნებებს, ემოციებს, ბავშვურ ფიქრებს და ჩვენს უფლებებს", - აღნიშნა მე-9 კლასის მოსწავლემ ვახო აბაშიშვილმა.
სკოლის წარმომადგენლები აღნიშნულ აქციასთან დაკავშირებით კლიპის შექმნასაც გეგმავენ.

Print