ახალი ამბები
ქუთაისში ბავშვებსა და ადგილობრივ მთავრობას შორის მემორანდუმი გაფორმდა
FaceBook

ქუთაისის ააიპ ბაგა-ბაღების  გაერთიანების აღსაზრდელებსა და ქალაქის ადგილობრივ მთავრობას შორის იმიტირებული მემორანდუმი გაფორმდა.

ღონისძიება ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა და მასში ქუთაისის მერია და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ჩაერთვნენ.

 

პატარებმა და მთავრობამ მოდელირების გზით როლები გაცვალეს. მერიის თეთრ დარბაზში ქუთაისის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა, როგორც უცხოური დელეგაციის წარმომადგენლებმა, ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს ქუთაისის მერთან შოთა მურღულიასთან და იმერეთის გუბერნატორთან გივი ჭიჭინაძესთან.

"ჩვენ რასაც ვაკეთებთ, რეალურად  ამ ყველაფერს ვაკეთბთ იმისთვის, რომ პატარებს ქონდეთ უკეთესი მომავალი, უკეთესი ქვეყანა, გაერთიანებული საქართველო და ამ პატარობაში უმეტესი რამ კარგად დაამახსოვრდეთ, ამისათვის ჩვენ, ქალაქი ხელისუფლება ცენტრალური ხელისუფლება ყვლაფეს ვაკეთებთ", - განმარტა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ. 

1 ივნისი ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. საქართველოში ამ დღეს 1994 წლიდან აღნიშნავენ, როცა ჩვენი ქვეყანა გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციას შეუერთდა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ შემუშავებული კონვენცია, რომელიც 1990 წლის 2 სექტემბრიდან მოქმედებს, ბავშვის ფუნდამენტურ უფლებებზე მიუთითებს და ხელმომწერ სახელმწიფოებს არასრულწოვანებზე ზრუნვის ვალდებულებას აკისრებს.

კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების სამართლებრივი პასუხისმგებლობა 193 ქვეყანას აქვს აღებული, რომელთაგან საქართელო ერთ-ერთია.

ამავე თემაზე:

"მაქვს უფლება" - ქუთაისელი ბავშვები თავიანთ უფლებებზე (ვიდეოგამოკითხვა)

Print