ახალი ამბები
ქუთაისში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ორი მატჩი დასრულდა
FaceBook
რაგბში 20 წლამდელთა  მსოფლიო ჩემპიონატი ქუთაისში ახალი ზელანდიისა და შოტლანდიის თამაშით გაიხსნა.

შეხვედრა ახალი ზელანდიის გამარჯვებით, ანგარიშით 41-ით 20, ხოლო, ირლანდია -იტალიის შეხვედრა 21-ით 22   დასრულდა. 

ქალაქში მსოფლიო დონის  შეხვედრები 4 და 8 ივნისსაც გაიმართება.

ორი მატჩი გაიმართება 4 ივნისს, მეორე წრეშიც, სადაც ირლანდია–შოტლანდიას შეხვდება, ზელანდია კი იტალიას.

მესამე წრეში კი, რომელიც 8 ივნისს ჩატარდება, შოტლანდია იტალიას დაუპირისპირდება, ხოლო ირლანდია–ზელანდიას.

ჯგუფური ეტაპის შეხვედრები, ქუთაისთან ერთად, ასევე გაიმართება თბილისში, ავჭალის სტადიონზე. ხოლო, პლეიოფებსა და ფინალურ მატჩებს 14 და 18 ივნისს, თბილისში, ავჭალის და მიხეილ მესხის სტადიონები უმასპინძლებს.

სპორტის სამინისტრომ ქუთაისსა და თბილისში ჩემპიონატისთვის დაპირებული 10 მოედნის მშენებლობა ვერ მოასწრო, რის გამოც, ჩემპიონატის მიღება ალტერნატიულ მოედნებზე უწევს.

Print