ახალი ამბები
ქუთაისის შემოვლითი ავტომაგიტრალის გზის მშენებლობა ერთ თვეში უნდა დასრულდეს
FaceBook
17 მილიონიანი პროექტი, რომლითაც ქუთაისთან მთავარი დამაკავშირებელი გზა ეწყობა, მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება.

სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ნიკეას ქუჩა, ქუთაისის შემოვლითი ავტომაგისტრალს გეგუთის გზასთან შეერთდება.

გზის ეს 4 კმ-იანი მონაკვეთი, რომელიც, როგორც რეგიონალური განვითარების სამინისტროში აცხადებენ, ევროსტანდარტებით მოწყობილი, უსაფრთხო და კომფორტული უნდა იყოს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტავენ, აღნიშნული გზის მონაკვეთი მთავარი დამაკავშირებელი კვანძი გახდება ქუთაისთან.

ამ პროექტზე მუშაობა 2016 წელს დაიწყო, სარეკონსრტუქციო სამუშაოებზე ამ დრომდე 650 ადამიანია დასაქმებული.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 17 მილიონ ლარზე მეტია.



Print