ახალი ამბები
ქუთაისში მჭედლიძის ქუჩაზე გზის საფარი ერთ თვეში მოწესრიგდება
FaceBook
ქუთაისში, დ.მჭედლიძის ქუჩაზე ამორტიზებული გზის საფარი მიმდინარე წლის ივნისის ბოლოსთვის  უნდა მოწესრიგდეს. ამის შესახებ ქუთაისიპოსტთან საუბარში" საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ქუთაისის სერვის-ცენტრის დირექტორი, ირაკლი ტურძელაძე განმარტავს.

"სამუშაოები დღე-დღეზე  დაიწყება. კომპანიის წარმომადგენლებისგან მივიღეთ პირობა, რომ ივნისის ბოლომდე გზა მოწესრიგდება," - ირწმუნება ირაკლი  ტურძელაძე.

საუბარია, თურქულ კომპანია SMK-ზე  რომელიც აღნიშნულ ქუჩაზე წყლის სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.  მერიაში განმარტავენ, რომ ამ სამუშაოების გამო დარჩა მჭედლიძის ქუჩაზე  გზის ამორტიზებული საფარი მოუწესრიგებელი. 


მოუწესრიგებლი გზის გამო, ავტომობილები მწყობრიდან ყოველდღიურად გამოდის.


Print