ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტი მსოფლიოს 12 საუკეთესოთა რიცხვში მოხვდა
FaceBook

ვებგვერდ  CURBED.COM მიხედვით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მსოფლიოს 12 ლამაზ აეროპორტთა სიაში მოხვდა.

სტატიაში წერია, რომ აეროპორტის ფართო ფანჯრები ნათელ ინტერიერს ქმნიან, საიდანაც კავკასიის მთების ხედები იშლება, ხოლო ოქროსფერი ხის მსგავსი სტრუქტურა ტერმინალის ცენტრში მგზავრებთა შეკრების ადგილს წარმოადგენს.

შენობა ფართო ინტერვალით, ღია სივრცეებითა და მაღალი ჭერებით ჰოლანდიურმა არქიტექტურულმა ფირმა UNstudio -მ დააპროექტა. არქიტექტორი კი, ბენ ვენ ბერკელია.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ქალაქიდან 14 კმ-ში  მდებარეობს.

საუკეთესოთა შორის ქუთაისის აეროპორტის გარდა მოხვდა: კუალა ლუმპურის საერთაშორისო აეროპორტი (მალაიზია);  ბაქოს ჰაიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი (აზერბაიჯანი);  დენვერის საერთაშორისო აეროპორტი (აშშ);  მადრიდის ბარახას საერთაშორისო აეროპორტი (ესპანეთი);  კანსაის საერთაშორისო აეროპორტი (იაპონია); პეკინის საერთაშორისო აეროპორტი (ჩინეთი);  ჩატრაპატი შივაჯის საერთაშორისო აეროპორტი (ინდოეთი);  მარაკეშ მენარას აეროპორტი (მაროკო);  შენზენის საერთაშორისო აეროპორტი (ჩინეთი);  პულკოვოს აეროპორტი (რუსეთი) და დედოფალი ელიას საერთაშორისო აეროპორტი იორდანიაში.

 

Print