ახალი ამბები
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ თემურ ცამციშვილს 5 800 ლარის გადახდა დააკისრა
FaceBook
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, ქუთაისის მერიის ყოფილ თანამშრომელს და "გირჩის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, თემურ ცამციშვილს, ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ 5 800 ლარის გადახდა დააკისრა. ცამციშვილის წინააღმდეგ მორიგი სასამართლო პროცესი 30 მაისს გაიმართა.

ქუთაისის მერია მის ყოფილ თანამშრომელს სამსახურებრივი გულგრილობის შედეგად, ბიუჯეტისთვის ზიანის მიყენებაში ადანაშაულებდა და მისგან 6 200 ლარის გადახდას ითხოვდა.

სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო თავად თემურ ცამციშვილისთვის. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ მოსარჩელე მხარეს  მის წინააღმდეგ არგუმენტები არ ჰქონდა, საქმეზე ხანდაზმულობის ვადაც გასულია.

"არ ველოდი ამ გადაწყვეტილებას და აუცილებლად გავასაჩივრებ სააპელაციო სასამართლოში", – ამბობს თემურ ცამციშვილი.  

ქუთაისის მერიამ თემურ ცამციშვილს სასამართლოში მეორედ უჩივლა. მას ქუთაისის ბიუჯეტის სასარგებლოდ უკვე გადახდილი აქვს 6000 ლარი. 

ამავე თემაზე:

ქუთაისის მერია თემურ ცამციშვილისგან 6000 ლარის გადახდას ითხოვს

"ცამციშვილმა განაჩენი კარგად წაიკითხოს" -ქუთაისის მერიის პასუხი "გირჩს"

Print