ახალი ამბები
ქუთაისის მერია ქალაქის ცენტრში კორპუსებზე დაშენებულ მანსარდებს ყიდის
FaceBook
ქუთაისის მერია ქალაქის ცენტრში შენობებზე დაშენებულ მანსარდებს ყიდის. ადგილობრივმა თვითმმართველობამ აუქციონზე 4 არასაცხოვრებელი ფართი გამოიტანა. 

თამარ მეფის N 4, N 5, N7 და აღმაშენებლის  N2, თამარ მეფის  N2, წერეთლის  N1-ში მდებარე მანსარდების   ჯამური ფართი 1543 კვ.მ –ია, ხოლო ჯამური ღირებულება 1 018 000 ლარი.

ქუთაისის ცენტრში, რამდენიმე საცხოვრებელ სახლზე მანსარდები 2012 წელს, რეაბილიტაციის მეორე ეტაპის ფარგლებში დადგეს. მშენებლობის დასრულებიდან მალევე გაირკვა, რომ ორსართულიან შენობებზე მანსარდების დაშენება ხარვეზებით მოხდა. კერძოდ, ადგილობრივ მცხოვრებთა სახლებზე დაშენებულ არც ერთ მათგანს დამოუკიდებელი შესასვლელი არ აქვს. წვიმის დროს კი მოსახლეობას მანსარდებიდან წყალი ჩასდიოდა და წლების განმავლობაში ზარალდებოდა.

ქუთაისის მერიამ მანსარდების ქალაქის საკუთრებაში გადმოცემის პროცედურა გასულ წელს დაიწყო.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე, ადგილობრივმა თვითმმართველობამ თამარ მეფის # 4–ში ის მანსარდი შეაკეთა, რომელიც ახლა აუქციონზე გამოიტანა. მანსარდის რეაბილიტაციისთვის მაშინ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 12 000 ლარი დაიხარჯა.



თამარ მეფის # 5-ში მდებარე მანსარდი


თამარ მეფის # 7-ში მდებარე მანსარდი

ქა­ლა­ქის ცენ­ტრში მდებარე შე­ნობების­თვის და­მა­ტებითი სარ­თუ­ლების აშე­ნება ქა­ლა­ქის ცენ­ტრის რეაბილი­ტა­ცი­ის პრო­ექ­ტის ფარ­გლებში, 2012 წელს განხორ­ცი­ელ­და. პრო­ექ­ტის მთლი­ან­მა ღი­რებულებამ 2 მლნ 299 ლა­რი შე­ად­გი­ნა.


Print