ახალი ამბები
ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების პროგრამა ქუთაისში
FaceBook
პირველი ივნისის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. 

იხილეთ ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების პროგრამა, რომელიც ქუთაისის მერიის  მიერ არის ორგანიზებული.

1. დღის განმავლობაში გაბაშვილის პარკში უფასო საბავშვო ატრაქციონები.

2. 11:00 სთ- დღის განმავლობაში - საბავშვო ატრაქციონები - ოპერის თეატრის გვერდით და საათთან.

3. 12:00 "მხიარული სტარტები" საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისათვის - სპორტის სასახლე.

4. 16:00 "მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადა-2017" დასკვნითი ტური -- დასწრება თავისუფალია - ლ.მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი.

5. 16:00 კომპოზიტორ ნუკრი კარკაძის და ააიპ კულტურულ სახელოვნებო დაწესებულებათა გაერთიანების საბავშვო სიმღერების კონცერტი. - კულტურის ცენტრში.

6. 17:00 სთ - 5 კმ გარბენი საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის - "სიცოცხლე-მოძრაობაა!!!" - ავტოქარხნის ხიდიდან ცენტრალურ მოედნამდე.

7. 14:00 სთ ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა ლიცეუმის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა - დ. კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში.

8. 12:00 - სპექტაკლი "გულადი ფისო"- თოჯინების თეატრში. 

9. 19:00- სთ ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ფიგურული ციგურაობის საჩვენებელი წარმოდგენა - ყინულის მოედანზე.
Print