ახალი ამბები
ქუთაისში SMK წყლის რეაბილიტაციას 4 ქართულ კომპანიასთან ერთად გააგრძელებს
FaceBook
თურქული კომპანია smk ქუთაისში წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს 4 ქართულ კომპანიასთან ერთად გააგრძელებს. smk–მ ქვეკონტრაქტორები ტემპის დაჩქარების მიზნით აიყვანა.

თურქულმა კომპანიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან" მორიგი კონსულტაციების შედეგად მათი ადგილობრივი წარმომადგენლობა კიდევ ერთხელ შეიცვალა.

"წყალმომარაგების კომპანიის" დირექტორის მოადგილის ტექიკურ დარგში, ზაზა სიხარულიძის თქმით, ქალაქში სამუშაოები თითქმის გაჩერებული იყო.

"ძალიან დაბალი იყო ტემპი. ფაქტიურად გაჩერებული ჰქონდათ სამუშაოები. კომპანიის სათაო ოფისის ხელმძღვანელობასთან გვქონდა შეხვედრა. წავუყენეთ ჩვენი პრეტენზიები, რომელიც ეხებოდა სამუშაოების ტემპს, რაც არადამაკმაყოფილებელი იყო ჩვენთვის. გამოვთქვით სერიოზული შენიშვნები და საყვედური მათი მისამართით", – განაცხადა ქუთაისიპოსტთან საუბარში ზაზა სიხარულიძემ.

გარდა ტემპისა, წყალმომარგების კომპანიას პრეტენზიები აქვს შესრულებული სამუშაოების ხარისხთან დაკავშირებითაც.

ზაზა სიხარულიძის თქმით, კომპანიამ smk–ს მათ მიერვე შემოტანილი წყლის მილების ხარისხი დაუწუნა და მათი გამოყენების უფლება არ მისცა.

"ხარისხთან დაკავშირებითაც გვქონდა პრეტენზიები. დავუწუნეთ სამუშაოების ნაწილი და ის თანხა, რა თქმა უნდა, არ ავანაზღაურეთ. რის შემდეგაც, იძულებული გახდნენ ახალი მასალები შემოეტანათ. ის კი,  რაც დავუწუნეთ, დასაწყობებული აქვთ",–განაცხადა ზაზა სიახრულიძემ.

კომპანია smk ქუთაისში წყლის სისტემის რეაბილიტაციას გასული წლიდან ახორციელებს.
კომპანიას თითქმის ერთი წელი დასჭირდა წყლის სისტემის შესაცვლელად და გზის საფარის აღსადგენად ასათიანის ქუჩაზე.

ამის მიუხედავად, ზაზა სიხარულიძის თქმით, smk ამ დრომდე არც დაჯარიმებულა და არც მასთან ხელშეკრულების შეწყვეტაზეა საუბარი, რადგან, მისივე თქმით, თურქულ კომპანიას სამუშაოების დასრულების ვადები 2018 წლის ივნისში ეწურება.


ამავე თემაზე:

ქუთაისში ასათიანის ქუჩის კაპიტალური შეკეთება დაიწყო

ინფრასტრუქტურის მინისტრი - ქუთაისში წყლის სისტემის რეაბილიტაცია გაჭიანურდა (ვიდეო)

გზის საფარის შეჩერებული რეაბილიტაცია ასათიანის ქუჩაზე (ვიდეო)

"სამუშაოებს მივატოვებთ"- წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე დასაქმებულების გაფიცვა ქუთაისში (ვიდეო)

Print