ახალი ამბები
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი კოლხურ შადრევანზე (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე არსებულ კოლხურ შადრევანზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი დააყენეს.
შადრევანზე მყოფ ეკიპაჟზე ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ირკვევა, რომ რომ საპატრულო ეკიპაჟების კოლხურ შადრევანზე განთავსება, პოლიციის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე იგეგმება.
KutaisiPost
აღნიშნულ ინფორმაციას, ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურშიც ადასტურებენ.
როგორც კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, მალხაზ ბასილაძე, "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტავს, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების განთავსებით კოლხური შადრევანის ირგვლივ არსებული ფილები არ დაზიანდება.
პოლიციის დღე საქართველოში 31 მაისს აღინიშნება.
ქუთაისიპოსტი
Print