ახალი ამბები
16-20 თებერვალს ქუთაისში ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდული იქნება
FaceBook
მიმდინარე წლის 16-20 თებერვალს სს ენერგო-პრო ჯორჯიას დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიეწოდება დროებით შეეზღუდება მომხმარებელთა ნაწილს:
ქუთაისში, მაღალი ძაბვის ქვესადგურში "ქუთაისი 2" პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება შემდეგ ფიდერებს:
· 16 თებერვალს, 11:00-14:00 სთ - ფიდერი "N12" (ფალიაშვილი, ცისფერყანწელების, წმინდა ნინოს, ლერმონტოვის, ბროსეს ქ.);

· 17 თებერვალს, 11:00-14:00 სთ - ფიდერი "N15" (თამარ მეფის ქ. ნაწილი);

· 18 თებერვალს, 11:00-14:00 სთ - ფიდერი "N80 (ატს)" (თამარ მეფის ქ. ნაწილი);

· 19 თებერვალს, 11:00-14:00 სთ - ფიდერი "N5ა" (გელათის ქ. ნაწილი, კოსტავას, 26 მაისის, ნიუპორტის ქ.);

· 20 თებერვალს, 11:00-14:00 სთ - ფიდერი "N6" (გოგებაშვილის, თბილისის ქ. ნაწილი);


20 თებერვალს მ/ძ გადამცემ ხაზებზე "ჭომა" და "ბანოჯა" დაგეგმილი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე ძაბვის მიწოდება შეუწყდება მ/ძ ქვესადგურის "ქუთაისი-4" მომხმარებლებს: ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ბარათაშვილის, გამარჯვების, გველესიანის, დია ჩიანელის, თავისუფლების, პეტრიწის, ბუაჩიძის, რუსთაველის, ჯავახიშვილის, ანტონ კათალიკოსის, წყალტუბოს, წყაროს, ჭაბუკიანის, კოღუაშვილის, ცაცხვების, ვაჟა-ფშაველას, ნიკოლაძის, გრიბოედოვის, ძნელაძის, გაფრინდაშვილის, კიკვიძის, ყაზბეგის, ძნელაძის, ასლანიკაშვილის, ბაგრატის, დავით და კონსტანტინეს, ლესელიძის, რუას, მოსეშვილის, პეტრე იბერის, ქეთევან წამებულის, ჩანჩიბაძის და მიმდებარე ქუჩებს, გორას და ჭომის დასახლებას. საერთო ჯამში, დაახლოებით 5300 აბონენტს. უამინდობის შემთხვევაში გათიშვა არ შედგება.

18 თებერვალს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას" პროფილაქტიკური სამუშაოები აქვს დაგეგმილი მ/ძ გადამცემ ხაზზე "სათაფლია", რის გამოც აღნიშნულ დღეებში 09:00-18:00 საათამდე გაითიშება ქვესადგური "მოწამეთა" და ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება კლდიაშვილის, გელათის და მიმდებარე ქუჩებს და შესახვევებს (დაახლოებით 950 აბონენტი).
Print