ახალი ამბები
ქუთაისის მერია ადმინისტრაციული შენობის სახურავს ცვლის
FaceBook

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ შენობის ადმინისტრაციულ შენობაზე სახურავის გამოცვლა იგეგმება.



ამ მიზნით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ შენობაზე სახურავის გამოსაცვლელად 63 642 ლარის ღირებულების ტენდერი (SPA170007408) გამოცხადა. სახელმწიფო შესყიდვაში წინადადების მიღება 15 ივნისს დაიწყება და ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

მერიის ადმინისტრაციული შენობის სახურავის გარდა, ასევე სამხედრო სამსახურის შენობის და სოციალურ საკითხთა სამსახურის შენობის სახურავის შეცვლაც არის დაგეგმილი.


სატენდერო დოკუმანეტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაობისთვის ხის და თუნუქის მასალა უნდა გამოიყენოს.

ასევე, სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, გათვალისწინებული უნდა ჰქონდეს მეტეოროლოგიური პირობები და დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების ნორმები საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების დადებიდან 5 დღეში აღნიშნულ შენობებზე სამუშაობის განხორციელება უნდა დაიწყოს და 30 დღის განმავლობაში უნდა დაასრულოს.

ქუთისის მერიის ადმინისტრაციული შენობა ოთხ სართულიანია, სადაც ქალაქის საკრებულო და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაცაა განთავსებული.

 

Print