ახალი ამბები
კარტოფილის დეფიციტი ქუთაისის ბაზარზე - პროდუქტის ღირებულება 80 თეთრით გაძვირდა
FaceBook

ქუთაისის ცენტრალურ ბაზარში კარტოფილის ღირებულებამ ორ ლარამდე მიაღწია.

სამომხმარებლო ბაზარზე, პროდუქტის ღირებულება გასული კვირისგან განსხვავებით, 0. 80 თეთრით ძვირია.

ქუთაისის ცენტრალურ ბაზარში ამჟამად ერთი კილოგრამი ე.წ. ახალი კარტოფილის ფასი 2 ლარიდან, ხოლო ძველი პროდუქტის ღირებულება 1,40 ლარიდან იწყება.

"ძველი კარტოფილის მარაგი ამოწურულია, თუმცა რამდენიმე დღის წინ მისი ყიდვა 80 თეთრადაც იყო შესაძლებელი. ახალი კარტოფილი კი სამი დღის წინ 1,20 თეთრი ღირდა", - ამბობს ქუთაისის ბაზარში ერთ-ერთ დახლზე კარტოფილით მოვაჭრე ლამარა შალამბერიძე.

რეალიზატორები განმარტავენ, რომ პროდუქტი სიძვირესთან ერთად, დეფიციტურიც გახდა, რასაც ისინი არახელსაყრელ ამინდებს უკავშირებენ.

"ამ წვიმაში ფიზიკურად ვერ ახერხებენ გლეხები მიწიდან მის ამოღებას. ამიტომ არ მოაქვთ ბევრი. თუმცა, ამინდების დასტაბილურებასთან ერთად ალბათ ფასებიც დაიწევს," - აცხადებენ ქუთაისის ცენტრალურ ბაზარში მოვაჭრეები.

 

Print