ახალი ამბები
რაგბში მსოფლიო ჩემპიონატს ქუთაისი 31 მაისს, 4 და 8 ივნისს უმასპინძლებს
FaceBook
20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს რაგბში, ქუთაისი 31 მაისს, 4 და 8 ივნისს უმასპინძლებს. მსოფლიოს გუნდების ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს ქუთაისის სარაგბო კლუბი "აია არენა" მიიღებს, "ტორპედოს" მოედანს კი გუნდები მხოლოდ სავარჯიშოდ გამოიყენებენ.

ქუთაისში სულ 4 ნაკრების 6 შეხვედრა გაიმართება.

ოთხივე გუნდი ერთმანეთს ჩემპიონატის პირველივე დღესვე დაუპირისპირდება.

პირველი წრის ორ შეხვედრაში, რომლებიც 31 მაისს 13:00 საათსა და 15:30 საათზე "აია არენაზე" შედგება, ზელანდია–შოტლანდიის წინააღმდეგ ითამაშებს, ირლანდია კი, იტალიას დაუპირისპირდება.

ორი მატჩი გაიმართება 4 ივნისს, მეორე წრეშიც, სადაც ირლანდია–შოტლანდიას შეხვდება, ზელანდია კი იტალიას.

მესამე წრეში კი, რომელიც 8 ივნისს ჩატარდება, შოტლანდია იტალიას დაუპირისპირდება, ხოლო ირლანდია–ზელანდიას.

ჯგუფური ეტაპის შეხვედრები, ქუთაისთან ერთად, ასევე გაიმართება თბილისში, ავჭალის სტადიონზე. ხოლო, პლეიოფებსა და ფინალურ მატჩებს 14 და 18 ივნისს, თბილისში, ავჭალის და მიხეილ მესხის სტადიონები უმასპინძლებს.

სპორტის სამინისტრომ  ქუთაისსა და თბილისში ჩემპიონატისთვის დაპირებული 10 მოედნის მშენებლობა ვერ მოასწრორის გამოც, ჩემპიონატის მიღება ალტერნატიულ მოედნებზე უწევს.

Print