ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოში 31 მაისიდან ამინდი გაუარესდება
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 29-30 მაისს უნალექო ამინდი შენარჩუნდება.  ჰაერის ტემპერატურა კი 30 გრადუსამდე გათბება. სინოპტიკოსების ინფორმაციით, 30 მაისს ღამით და დღის მანძილზე კოლხეთის დაბლობზე აღმოსავლეთის ძლიერი ქარი იქროლებს 17-22 მ/წმ-ში.

"31 მაისიდან დასავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება. წვიმაა მოსალოდნელი 1 ივნისს. არამდგრადი ამინდები 3 ივნისამდე შენარჩუნდება. ზოგან მოსალოდნელია ძლიერი წვიმა ჰაერი 19-21 გრადუსამდე გათბება", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღანელი დოდო გვაზავა.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 3 ივნისიდან გამოიდარებს.

Print