ახალი ამბები
კორპუსის, რომლის კედლის ნაწილის ჩამოშლის შედეგად გოგონა დაიღუპა, პარაპეტის შეკეთება იგეგმება
FaceBook
საცხოვრებელი კორპუსს, საიდანაც კედლის ნაწილის ჩამოშლის შედეგად 12 წლის გოგონა ემსხვერპლა, პარაპეტებისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

საუბარია, ქუთაისში ირაკლი აბაშიძის გამზირი N10-ზე მდებარე  საცხოვრებელ კორპუსზე.

ამ მიზნით ქუთაისის მერიამ ელექტრონული ტენდერი (SPA170007243) 23 მაისს გამოაცხადა, წინანადების მიღება კი 8 ივნისს დასრულდება.

44 833 ლარის ღირებულების ტენდერის სანაცვლოდ გამარჯვებულმა კომპანიამ ირაკლი აბაშიძის ქუჩა #10-ის გარდა, მსგავსი სამუშაოები კიდევ 12 ობიექტზე უნდა განახორციელოს.  

დავით აღმაშენებლი გამზირი N 5; ბარნოვის ქუჩა N 2;  ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა N 19; ახალგაზრდობის გამზირი 1-ლი შესახვევი N14;  ავტომშენებლის ქუჩა N14;  ზვიად გამსახურდიას გამზირი N32; 9 აპრილის ქუჩა N8;  ჯავახიშვილის ქუჩა N73; თაბუკაშვილის N 30; ნიკეას ქუჩის პირველი შესახვევი N11 -   ამ ობიექტებზე პარაპეტების შეკეთება მოხდება.

ირაკლი აბაშიძის ქუჩა #10-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებლების თქმით, ობიექტზე პარაპეტის შეკეთება წინასაარჩევნო კამპანიის დროს მოითხოვეს, რაც შესრულდა. თუმცა, ხარვეზით.

"შეკრება იყო ხარისხის სახლში 2012–ში და მაშინ დავაყენეთ ეს საკითხი. მერე გააკეთეს, მაგრამ არ იყო კარგად გალესილი",– ამბობს განმარტავნენ ადგილობრივები. მათივე თქმით, კორპუსიდან კედლის ჩამონგრევა პირველი შემთხვევა არ ყოფილა და ასეთი ფაქტები ადრეც ხდებოდა.

ადგილობრივ თვითმმათველობაში განმარტავდნენ, რომ მოსახლეობის მხრიდან პარაპეტების შეკეთების თხოვნით მომართვიანობა ნაკლები იყო.  მომხდარი უბედურის შემთხვევის შემდეგ კი, თვითთმმართველობის წარმომადგენლებმა მოსახლეობას მოუწოდეს, რომ  ყურადღება პარაპეტების შეკეთებაზე გაემახვილებინათ.  

ქუთაისში 130-ზე მეტი ავარიული სახლია აღწერილი.

ამავე თემაზე:

ქუთაისში კორპუსიდან გადმოვარდნილ აგურს 12 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა


კედლის ნაწილი, რომელმაც 12 წლის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა, ძველ კორპუსს მოწყდა

კორპუსი, საიდანაც კედლის ნაწილი ჩამოიშალა, ბოლოს 2012 წელს შეკეთდა


რა მდგომარეობაშია საცხოვრებელი კორპუსები ქუთაისში (ფოტორეპორტაჟი)

Print