ახალი ამბები
ღამის გასეირნება ისტორიაში - აქცია ისტორიულ მუზეუმში(ფოტო)
FaceBook
აქცია „ღამე მუზეუში“  ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში გაიმართა.

აღნიშნული ღონისძიება ქუთასში მეორე წელია ეწყობა.

ამ ღამეს ქუთაისის ისტორიულმა მუზეუმმა დამთვალიერებლებს უფასოდ უმასპინძლა. მუზეუმს სტუმარი საკმაო რაოდენობის ეწვია.

გარდა ექსპოზიციებისა დამთვალიერებელს მუსიკალური და საცეკვაო ნომრებიც დაახვედრეს.





მუდმივ ექსპოზიციასთან ერთად წარმოდგენილი იყო იარაღის გამოფენა.





სხვადასხვა მეწარმეებმა საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს.


მუზეუმის მეგობრების ფონდი დაფუძნდა, რომელიც ითვალისწინებს მხარდაჭერას მათ შორის ფინანსურსაც.


აქცია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით მოეწყო.

აქციას "ღამე მუზეუმში" - საფუძველი ჩაეყარა 2005 წელს ევროსაბჭოს მიერ და მას შემდეგ რეგულარულად ტარდება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. მოგვიანებით, აქციამ ფართო მასშტაბი მიიღო და გავრცელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. აქციის "ღამე მუზეუმში" ტრადიციად დამკვიდრების ინიციატივით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2015 წელს გამოვიდა. 2016 წლის 21 მაისს, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი დამთვალიერებელს ღამის 1 საათამდე მასპინძლობდა.


Print