ახალი ამბები
ბაღდათში დაკარგულ მამაკაცს მესამე დღეა ეძებენ
FaceBook
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ზეგანში დაკარგულ მამაკაცს უკვე მესამე დღეა უშედეგოდ ეძებენ. შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 6 კმ-ში მამაკაცის პიჯაკი  იპოვეს. 

დაკარგული მამაკაცის ახლობლები ქუთაისიპოსტთან საუბარში სამაშველო სამსახურის წარმოამდგენლების მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამენ. 

"მთელი სანათესაო ეძებს, ყველა გამოსულია. სამაშველო სამსახური გუშინ იყო, არაფერს არ აკეთებდნენ. ისინი პირიქით იქეთ ყოფილან საშველი. მხოლოდ ზევით-ქვევით დადიან. ჩემი ქუჩის ხალხი სულ წყალში მიძვრება და ყველა ქვას ატრიალებენ. მთელმა სოფელმა გაიგო და ყველა გამოსულია საძებრად. ერთადერთი რასაც ვვარაუდობთ არის ის რომ გზაზე დაეცა და სისხლის მოსაწმენდად ჩავიდა მდინარეზე",  - ამბობს დაკარგული მამაკაცის რძალი, ნინო აბულაძე.

სახანძრო-სამაშველოს სამსახურის პრესამსახურში ჩვენთან საუბრში განმარტავენ ბაღდათის სამაშველო ბრიგადა ამ წუთებშიც მუშაობს და იქამდე  გააგრძელეს სამძებრო სამუშაოებს ვიდრე მამაკაცს არ იპოვიან.

"შეტყობინების შემოსვლის დღიდან ამ წუთამდე, ყოველდღე სამაშველო ჯგუფი გადის საძებრად და იმუშავებენ მანამ, ვირდე შედეგი არ დადგება", -  განმარტავენ სამაშველო სამსახურში.

ბააღდათის  მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ზეგანში 75 წლამდე ასაკის მამაკაცი მიმდინარე წლის 25 მაისს დაიკარგა. როგორც მეზობლები ვარაუდობენ მამაკაცი წყალმა წაიღო.


თეონა წითაძე
Print