ახალი ამბები
ქუთაისში ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დადგმული ელექტროგადამცემი ანძა აიღეს
FaceBook
ქუთაისის ისტორიულ უბანში, 26 მაისთან დაკავშირებით ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დადგმული ელექტროგადამცემი ანძა და ტურბინა აიღეს. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, ქუთაისში  საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობდა და ელექტროგადამცემი ანძა ქალაქის რეაბილიტირებულ ნაწილში სიმბოლურად დადგა.

უწყების ორგანიზებით, თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ელექტრონული მუსიკის კონცერტი გაიმართა. სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიების ფარგლებში ანძის განათებაც იგეგმებოდა. თუმცა, არც კონცერტის მსვლელობისას და არც შემდეგ რკინის კონსტრუქცია არ გაუნათებიათ.

ელექტროგადამცემმა ანძამ, რომელიც ენერგეტიკის სამინისტრომ სხვადასხვა ფერებით გააფორმა, სოციალურ ქსელის მომხმარებლები გაამხიარულა.

26 მაისთან დაკავშირებით ქუთაისში სხვადასხვა სახის გასართობი, სპორტული და კულტურული ღონისძიება გაიმართა.

საღამოს 20:00 საათზე კი ცენტრალურ მოედანზე ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის გალა-კონცერტი ჩატარდა.


ამავე თემაზე:

როგორ აღინიშნა 26 მაისი ქუთაისში (ვიდეო)

ელექტრონული მუსიკა ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დადგმულ ანძასთან ქუთაისში (ვიდეო)

Print