ახალი ამბები
ქუთაისის მერია "ტორპედოს" აუქციონზე მეორედ გაიტანს
FaceBook
საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" აუქციონი მეორედ გამოცხადდება. ამის შესახებ ქუთაისიპოსტს ქუთაისის მერიის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ეკა მამისეიშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, კლუბს აუქციონზე უახლოეს დღეებში გაიტანენ.

თუ რა ფასად მოხდება აუქციონზე მეორედ "ტორპედოს" გატანა, ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ განგვიმარტა, რომ ამ საკითხზე ქალაქის საკრებულო იმსჯელებს.

მიმდინარე წლის 11 მაისს გამოცხადებული აუქციონი, რომელიც დღეს, 26 მაისს, უარყოფითი შედეგით დასრულდა. 585 413 ლარად შეფასებული კლუბით არავინ დაინტერესდა.

აუქციონის პირობების მიხედვით, ინვესტორს კლუბში ყოველწლიურად მინიმუმ 500 000 ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებია, "ფეხბურთის განვითარების ფონდის" ფუნქციონირების შემთხვევაში კი, რომელიც 2016 წლიდან არსებობს, კლუბში მინიმუმ 1 500 000 ლარი უნდა ჩაიდოს.

იმ შემთხვევაში თუ ფონდი შეწყვეტს "ტორპედოს" დაფინანსებას, ინვესტორს კლუბის 1 500 000 ლარიანი ინვესტირების ვალდებულება მთლიანად საკუთარ თავზე უნდა აეღო, იქნება ეს პირდაპირი ინვესტიცია თუ სპონსორი, რომელიც ასევე თავად უნდა მოეზიდა.

შემსყიდველი, ასევე, ვალდებული იქნებოდა 100-200 ბავშვზე გათვლილი საფეხბურთო სკოლა–აკადემია ჩამოეყალიბებია.

ადგილობრივი თვითმმართველობა ქუთაისის "ტორპედოს" აუცქიონზე გატანას მას შემდეგ გეგმავდა, რაც მის ახალ ინვესტორთან, ზაალ ჩაჩავასთან შეთანხმება ვერ შედგა და ჩაჩავამ კლუბი დატოვა.



ამავე თემაზე:

ქუთაისის "ტორპედო" პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ დატოვა

ქუთაისის "ტორპედოს" აუქციონზე გაიტანენ

700 000 ლარად შეფასებული "ტორპედო" აუქციონის მოლოდინში

ქუთაისის "ტორპედო" აუქციონზე იყიდება

საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" აუქციონი ჩაიშალა

Print