ახალი ამბები
საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" აუქციონი ჩაიშალა
FaceBook
საფეხბურთო კლუბი "ტორპედო", რომელიც ქუთაისის მერიამ აუქციონზე გაიტანა, არ გაიყიდა. 585 413 ლარად შეფასებული კლუბით არავინ დაინტერესდა.

ქუთაისის მერიამ "ტორპედოს" გასაყიდად აუქციონი მიმდინარე წლის 11 მაისს გამოაცხადა და ის დღეს, 26 მაისს დასრულდა.

აუქციონის პირობების მიხედვით, ინვესტორს კლუბში ყოველწლიურად მინიმუმ 500 000 ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებია, "ფეხბურთის განვითარების ფონდის" ფუნქციონირების შემთხვევაში კი, რომელიც 2016 წლიდან არსებობს, კლუბში მინიმუმ 1 500 000 ლარი უნდა ჩაიდოს.

იმ შემთხვევაში თუ ფონდი შეწყვეტს "ტორპედოს" დაფინანსებას, ინვესტორს კლუბის 1 500 000 ლარიანი ინვესტირების ვალდებულება მთლიანად საკუთარ თავზე უნდა აეღო, იქნება ეს პირდაპირი ინვესტიცია თუ სპონსორი, რომელიც ასევე თავად უნდა მოეზიდა.

შემსყიდველი, ასევე, ვალდებული იქნებოდა 100-200 ბავშვზე გათვლილი საფეხბურთო სკოლა–აკადემია ჩამოეყალიბებია.

ადგილობრივი თვითმმართველობა ქუთაისის "ტორპედოს" აუცქიონზე გატანას მას შემდეგ გეგმავდა, რაც მის ახალ ინვესტორთან, ზაალ ჩაჩავასთან შეთანხმება ვერ შედგა და ჩაჩავამ კლუბი დატოვა.

ქუთაისის მერიაში ამბობდნენ, რომ კლუბის გასხვისება ტექნიკური დეტალების გამო ფერხდებოდა.



ამავე თემაზე:

ქუთაისის "ტორპედო" პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ დატოვა

ქუთაისის "ტორპედოს" აუქციონზე გაიტანენ

700 000 ლარად შეფასებული "ტორპედო" აუქციონის მოლოდინში

ქუთაისის "ტორპედო" აუქციონზე იყიდება


Print