ახალი ამბები
ელექტრონული მუსიკა ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დადგმულ ანძასთან ქუთაისში (ვიდეო)
FaceBook
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ქუთაისში თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ენერგეტიკის სამინისტრომ ანძა და ქარის ტურბინა დადგა, ელექტრონული მუსიკის კონცერტი 14:00 საათზე დაიწყო.  

Day Party-ზე მონაწილეობას ქართველი არტისტები Zapa, Sumo, Zurkin და Machaidze იიღებდნენ, რომელიც ღამის 24:00 საათამდე გაგრძელდება. ღონისძიების ფარგლებში გაანათებენ ელეტროგადამცემ ანძას.

საღამო ერეკლე დეისაძის ძველი და ახალი სიმღერებით დასრულდება.



სადღესასწაულო ღონისძიებები მიმდინარეობს დილიდან ქუთაისში. სამხედრო ტექნიკაა გამოფენილი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე. ასევე, მიმდინარეობს სხვადახვა სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებებიც.

26 მაისს ქუთაისში ენერგეტიკის სამინისტროც აღნიშნავს, რომელმაც ქალაქის რეაბილიტირებულ ნაწილში ელექტროგადამცემი ანძა და ტურბინა დადგა.

დღევანდელ დღეს, 20:00 საათზე, ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის გალა-კონცერტი დაასრულებს, რომელიც ცენტრალურ მოედანზე გაიმართება.

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დილიდან შეზღუდულია ავტომობილებით გადაადგილება.


ამავე თემაზე:

ქუთაისში 26 მაისის ღონისძიებებისთვის სამზადისი დაიწყო

26 მაისის ღონისძიებათა პროგრამა ქუთაისში

ქუთაისში 26 მაისის ღონისძიებების გამო სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება

ქუთაისში 26 მაისს გალა-კონცერტი გაიმართება


Print