ახალი ამბები
ქუთაისში მერაბ კოსტავას ძეგლი გვირგვინით შეამკეს
FaceBook
ქუთაისში, დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებების ფარგლებში, ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ძეგლს პატივი მიაგეს.

ადგილზე ქალაქის თვითმმართველობის და გუბერნიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

საქართველოს დამოუკიდებლობაზე და მერაბ კოსატავას ღვაწლზე ისაუბრა ქუთაისის მერმა.

„დამოუკიდებლობის მიღწევას ბევრი ადამიანი შეეწირა, ამიტომ დღევანდელ დღეს ვალდებული ვართ მათ პატივი მივაგოთ და მიმაჩნია, რომ მათი ღვაწლი უნდა დავაფასოთ,“ - აღნიშნა შოთა მურღულიამ.

იმერეთის გუბერნატორის, გივი ჭიჭინაძის ინფორმაციით, დამოუკიდებლობის დღე მთელ რეგიონში აღინიშნება.

დასღესასწაულო ღონისძიებები მიმდინარეობს დილიდან ქუთაისში. სამხედრო ტექნიკაა გამოფენილი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე. ასევე, მიმდინარეობს სხვადახვა სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებებიც.

26 მაისს ქუთაისში ენერგეტიკის სამინისტროც აღნიშნავს, რომელმაც ქალაქის რეაბილიტირებულ ნაწილში ელექტროგადამცემი ანძა და ტურბინა დადგა.

დღევანდელ დღეს, 20:00 საათზე, ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის გალა-კონცერტი დაასრულებს, რომელიც ცენტრალურ მოედანზე გაიმართება.

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დილიდან შეზღუდულია ავტომობილებით გადაადგილება.



ამავე თემაზე:

ქუთაისში 26 მაისის ღონისძიებებისთვის სამზადისი დაიწყო

26 მაისის ღონისძიებათა პროგრამა ქუთაისში

ქუთაისში 26 მაისის ღონისძიებების გამო სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება

ქუთაისში 26 მაისს გალა-კონცერტი გაიმართება
Print