ახალი ამბები
26 მაისი ქუთაისის ცენტრში სამხედრო ტექნიკის გამოფენით დაიწყო
FaceBook
ქუთაისში 26 მაისთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში სამხედრო ტექნიკის გამოფენით დაიწყო. ფალიაშვილის ქუჩაზე, ქართველი ჯარისკაცები საქართველოს სამხედრო შეიარაღებას წარმოადგენენ.




ქართული შეიარაღებით უცხოელი ტურისტებიც ინტერესდებიან

ქუთაისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 15 ღონისძიებაა დაგეგმილი.

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული, სპორტული  და გასართობი ღონისძიება.

26 მაისს ქუთაისში ენერგეტიკის სამინისტროც აღნიშნავს, რომელმაც ქალაქის რეაბილი
ტირებულ ნაწილში ელექტროგადამცემი  ანძა და ტურბინა დადგა.

დღევანდელ დღეს, 20:00 საათზე,   ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის გალა-კონცერტი დაასრულებს, რომელიც ცენტრალურ მოედანზე  გაიმართება. 

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დილიდან შეზღუდულია ავტომობილებით  გადაადგილება.
Print