ახალი ამბები
თურქეთში წამებით მოკლული ზესტაფონის მკვიდრი სახლში ჩამოასვენეს
FaceBook
თურქეთში წამებით მოკლული ქალი ზესტაფონიდან არის. ელენე გოქაძე მშობლიურ მხარეში 24 მაისს ჩამოასვენეს.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები საქართველოს მთავრობას დამნაშავის დასჯას სთხოვენ.

"ასეთი საშინელება არასოდეს მინახავს, ამის ჩამდენი არ შეიძლება ნორმალური იყოს. გოგო მთლიანად დასახიჩრებულია", - განმარტავენ ქუთაისიპოსტთან საუბრის დროს გარდაცვლილის მეზობლები.

შემზარავი ამბავი თურქეთში ფაცა ურდუ (უბანი) საკარია ათათურქის ქუჩაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 34 წლის ელენე გოქაძე ამ ქუჩაზე მცხოვრებმა თურქმა ყრუმუნჯმა ქუჩიდან მოიტაცა და რამდენიმე საათის განმავლობაში სკამზე სკოჩით მიბმული აწამებდა. მეგობრების თქმით, ელენე დილით 8 საათზე გავიდა სახლიდან დილის 10 საათზე უკვე ტელეფონს აღარ პასუხობდა. ელენე გოქაძე სოფელ კვალითიდან იყო სამუშაოდ 10 წლის წინ წავიდა.


ეკა დუგლაძე
Print